> For the complete documentation index, see [llms.txt](https://redberry.gitbook.io/resources/llms.txt). Markdown versions of documentation pages are available by appending `.md` to page URLs; this page is available as [Markdown](https://redberry.gitbook.io/resources/laravel/laravel-is-gamartva-ubuntu-sa-da-wsl-ze.md).

# Laravel-ის გამართვა Ubuntu-სა და WSL-ზე

იმისათვის, რომ ჩვენს სისტემაზე გავმართოთ ლარაველის მერვე ვერსიის პროექტი, დაგვჭირდება რამოდენიმე პრერეკვიზიტი:

1. Php-ის და ასევე მისი ექსთენშენების დაყენება Ubuntu-ს გარემოში
2. MySQL-ის და SQLite-ის დაინსტალირება
3. Composer-ის დაინსტალირება
4. Node-ის დაინსტალირება
5. და საბოლოოდ ლარაველის პროექტის დაინსტალირება

## როგორ დავაინსტალირო PHP?

პრიველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება, რომ ჩვენი Ubuntu-ს გარემო დავააფდეითოთ. ამისათვის გავუშვათ ბრძანება:

sudo apt update

შემდგომ დაგვჭირდება, რომ Ubuntu-ს Package Manager-ს ვუთხრათ საიდან დააინსტალიროს PHP, ამისათვის 2 ბრძანება იქნება საჭირო:

sudo apt install software-properties-common -y
sudo add-apt-repository ppa:ondrej/php -y

შემდეგ კი, საბოლოოდ დავაინსტალიროთ php დამატებით ექსტენშენებთან ერთად:

sudo apt install php php-mbstring php-xml php-curl php-mysql php-zip

ეგ არი!

ახლა ბაზა

## როგორ დავაინსტალიროთ MySQL და SQLite?

პირველრიგში გვჭირდება, რომ ლინუქსის სისტემაზე შესაბამისი პაკეტები დავაინსტალიროთ:

sudo apt install mysql-server sqlite3

ამ ბრძანების შემდგომ ჩვენს სისტემაში იქნება MySQL და SQLite დაინსტალირებული.

იმისათვის, რომ გავუშვათ MySQL-ის პროგრამა, შეიყვანეთ ტერმინალში ბრძანება:

sudo /etc/init.d/mysql start

> ⚠️ ეს ბრძანება განკუთვნილია მხოლოდ WSL-ის მომხმაერებელთათვის. Ubuntu-ზე mysql-ის სერვისი ოპერაციული სისტემის ჩართვისას ეშვება.

> ამ ბრძანების გაშვება ყოველ ჯერზე დაგჭირდებათ სისტემის ჩართვის(კომპიუტერის/ლეპტოპის ჩართვა/გამორთვა/რესტარტი).

ახლა კი შევქმნათ ახალი მომხმარებელი ჩვენს მონაცემთა ბაზაში და ჩავურთოთ მას ყველა საჭირო უფლება.\

შევიდეთ mysql ის CLI-ში (Command Line Interface):

sudo mysql

აუცილებლად ბრძანების გაშვების შემდეგ უნდა გამოგვიჩნდეს მსგავსი ტერმინალი

MySQL CLI

შევქმნათ მომხმარებელი სასურველი username-ითა და password-ით

CREATE USER 'username'@'localhost' IDENTIFIED BY 'password';

მივანიჭოთ მას უფლებები

GRANT ALL PRIVILEGES ON *.* TO 'username'@'localhost';

## როგორ დავაინსტალიროთ Composer?

composer არის ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ხდება php-ის ფექიჯების/ბიბლიოთეკების დაინსტალირება-წაშლა-დააფდეითება კონკრეტულ პროექტში.

იმისათვის, რომ ჩამოტვირთოთ composer-ის ფაილი გაუვუშვათ ბრძანება:

curl https://getcomposer.org/installer | php

ხოლო შემდგომ ეს ჩვენი ჩამოტვირთული composer-ის ფაილი გადავაგდოთ შესაბამის საქაღალდე სისტემაში საიდანაც ტერმინალიდან წვდომა გვექნება ამ ფაილზე:

sudo mv composer.phar /usr/bin/composer

ახლა შეგვიძლია დავწეროთ composer-ი ტერმინალში, გავუშვათ ბრძანება და დავინახავთ, რომ წარმატებით დაინსტალირდა.

## როგორ დავაინსტალიროთ Node?

ლარაველთან მუშაობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება ნოუდის გამოყენება ამა თუ იმ სიტუაციაში, შესაბამისად ჩვენს სისტემაზე სასურველია, რომ დაყენებული გვქონდეს Node-ის სტაბილური ვერსია.

იმისათვის, რომ Ubuntu-ს package manager-ს ვასწავლოთ, როგორ დააყენოს ნოუდი, გავუშვათ შემდეგი ბრძანებები:

curl https://deb.nodesource.com/setup_24.x > install-node.sh
sudo bash install-node.sh

ახლა კი დავაინსტალიროთ ნოუდის სტაბილური ვერსია:

sudo apt install nodejs -y

ეგ არი!

## როგორ გავმართოთ ლარაველის პროექტი?

მოდით შევქმნათ ფოლდერი ჩვენი პროექტებისთვის თუ ჯერ არ გვაქვს შექმნილი.

გავხსნათ WSL ის ტერმინალი და ჩვენს Home ფოლდერში შევქმნათ projects ფოლდერი:

mkdir projects

ვნახოთ, რომ შეიქმნა ფოლდერი, გაუშვით:

ls

![](/files/qgtgjg9j3haIOVTt5wP6)

შევიდეთ პროექტების ფოლდერში და დავიწყოთ ლარაველის დაინსტალირება:

cd projects

სანამ ლარაველის პრეოქტის დაინსტალირებას შევუდგებოდეთ დავინსტალიროთ რამოდენიმე პროგრამა:

მოდი ჩვენს ლარაველის პროექტს დავარქვათ my-first-lara-app. გაუშვით მომდევნო ბრძანება და composer დაიწყებს ლარაველის პროექტის დაინსტალირებას:

composer create-project laravel/laravel my-first-lara-app

![](/files/tPUyipAvjhsgsTId5K03)

ახლა შევიდეთ ჩვენს პროექტში და გავუშვათ ლარაველის სერვერი:

cd my-first-lara-app
php artisan serve

![](/files/k2klVpGtjRlIin7SKod5)

ახლა თუ ესტუმრებით [http://localhost:8000](http://localhost:8000/) დაინახავთ ლარაველის default ლენდინგ ფეიჯს,\
და დააამ!

![](/files/pWMI8xdTetx8IgwXCuCo)