WSL ის გამართვა Windows 10-ზე
Last updated
Last updated
Microsoft-ი უკვე აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ ნებისმიერი დეველოპერისთვის Windows 10-ზე მუშაობა კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
ზუსტად ამ მიზეზით Windows 10-ზე გვხვდება ახალი ფუნქციონალი სახელად WSL (Windows Subsystem for Linux), რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ვინდოუსშივე ხელმისაწვდომი იყოს ლინუქსის გარემო.
ვინდოუსის ლოგოს მარჯვნივ, საძიებო ველში ჩაწერეთ Windows Features, და დააკლიკეთ პირველივე შედეგზე
გახსნილ ფანჯარაში ჩამოსქროლეთ სულ ქვემოთ და დარწმუნდით რომ Windows Subsystem for Linux არის მონიშნული
გახსენით Microsoft Store-ი და საძიებო ველის დახმარებით, მოძებნეთ Ubuntu 20.04 აირჩიეთ Ubuntu 20.04 ვერსია და დააინსტალირეთ.
დაინსტალირების შემდგომ გაუშვით wsl და დაელოდეთ სანამ დააკონფიგურირებს საკუთარ თავს. ცოტახანში მორჩება კონფიგურაციას და გთხოვთ username-ის დაყენებას, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სახელი, ჩვენს შემთხვევაში smaug. რათქმაუნდა თქვენ თქვენი სურვილის მიხედვით უნდა შეარჩიოთ username. და ასევე დააყენეთ თქვენთვის სასურველი პაროლი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ შეყვანილ პაროლს ვერ დაინახავთ და ამან არ დაგაბნიოთ 😉 და შემდგომ უკვე wsl-ის დაყენება დასრულებული იქნება 👌
იმისათვის, რომ ტერმინალი ჩვენთვის კომფორტული გამოსაყენებელი იყოს დავაყენოთ აპლიკაცია Windows Terminal, რომელიც WSL-ის wrapper-ი იქნება და ზემოდან დამატებითი ფუნქცინალი გვექნება. მაგალითად რამოდენიმე ტაბის გახსნა ერთდროულად და ა.შ.
გავხსნათ Microsoft Store-ი და მოვძებნოთ Windows Terminal-ი
დააინსტალირეთ და გუშვით
(არასავალდებულო) სწრაფი წვდომისთვის დავპინოთ taskbar-ზე ჩვენი Windows Terminal
სტანდარტულად Windows Terminal იყენებს Windows PowerShell-ის ტერმინალს. ჩვენ გვჭირდება, რომ ყოველ გახსნაზე გამოიყენოს Ubuntu-ს ტერმინალი, რომელიც ზედა საფეხურებში დავაყენეთ. ამისათვის შევიდეთ Windows Terminal-ის პარამეტრებში და შევცვალოთ ძირითადი ტერმინალი: შეინახეთ შეცვლილი პარამეტრები.
გამორთეთ Windows Terminal-ი და ხელახლა ჩართეთ. უკვე უნდა დაინახოთ, რომ გაიხსნება Ubuntu-ს ტერმინალი:
Windows Terminal ი ჩართვისას სტანდარტულად ვინდოუსის მომხმარებლის ფოლდერს აჩვენებს. ჩვენ გვჭირდება, რომ გაგვიხსნას WSL-ის მომხმარებლის ფოლდერი, სადაც გვექნება ჩვენი სამუშაო გარემო. ისევ გავხსნათ პარამეტრები და ავირჩიოთ Ubuntu-ს პარამეტრები:
ვნახოთ Starting Directory ველი და დავაკლიკოთ ღილაკზე Browse
აქ დავინახავთ ახალ ფანჯარას საიდანაც უნდა ავირჩიოთ ის საწყისი ფოლდერი ტერმინალის გახსნისას:
Path-ის ველში რომელიც წითლადაა მონიშნული, ჩავდგეთ და წავშალოთ არსებული მისამართი და მის ნაცვლად სპეციალური ფორმატის ცვლადი ჩავწეროთ, რომელიც ინახავს WSL-ის მისმართს - \\wsl$ და ფაილურ სისტემაში გავიკვლიოთ გზა ჩვენი მომხმარებლის ფოლდერში: Ubuntu-20.04 -> home -> {your_user_name}
შევინახოთ განახლებული პარამეტრები და ხელახლა ჩავრთოთ windows terminal-ი.
ტერმინალის გახსნის შემდგომ ჩავწეროთ ბრძანება:
pwd
რომელიც გვეტყვის ამჟამად რომელ ფოლდერში ვართ. რეზულტატი უნდა იყოს შემდეგნაირი:
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით
ბოლოში გავედით, Happy Hacking 💻