Code Review in a Nutshell
დღესდღეობით დეველოპერებზე მოთხოვნა მაღალია და თუ შევხედავთ სიტუაციას შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მოთხოვნა არ შემცირდება, და უფრო მეტიც გააგრძელებს კიდევაც ზრდას.
მოთხოვნის შესაბამისად ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს შემოაბიჯოს ციფრულ სამყაროში და თავი დაიმკვიდროს დეველოპერად.
რეალურად სიტუაცია ისეთია, რომ ახალბედა დეველოპერების რიცხვი საგრძნობლად აღემატება დაბრძენებულ, გამოწრთობილ და ომში შევერცხლილ დეველოპერთა რიცხოვნობას.
შესაბამისად არსებულ ვითარებაში არის ცოდნის და გამოცდილების დისბალანსი. შედეგად ვიღებთ, რომ ჯუნიორ დეველოპერმა ბევრი შეცდომა უნდა დაუშვას იქამდე, სანამ რეალურად დეველოპერული ცოდნა, გამოცდილება და კულტურა ჩამოუყალიბდება და გზად ბევრი ეს შეცდომა თუ არასწორი ნაბიჯები პროექტზე, კომპანიაზე, თიმმეითებზე და თავად ჯუნიორ დეველოპერზეც ცუდად აისახება.
შესაბამისად ახალბედა დეველოპერებში გვაქვს ცოდნის, გამოცდილების და კულტურის სიმწირის პრობლემა. გამოცდილებას მხოლოდ გამოცდილებავე მოგანიჭებს, ხოლო ცოდნა და კულტურა სწავლადი მომენტებია და შეიძლეაბა მოგვარება.
ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი კარგი ხელსაწყო არის ქოუდრევიუს გაკეთება ჯუნიორ დეველოპერებისთვის.
ქოუდრევიუ რეალურად აჩვენებს ჯუნიორ დეველოპერს რა მნიშვნელოვანი მომენტებია კოდის წერისას გასათვალისწინებელი, როგორ უნდა გაირჩეს კარგი კოდი ცუდისგან, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და ასევე რაც ცხადია ქოუდრევიუს ტექნიკასა და მნიშვნელობასაც ხვდება და სწავლობს.
Last updated