# Github Issues V.S. VS Code

პირდაპირ Github-დან მუშაობა და Issue-ს სექციიდან თასქების დამატება საკმაოდ შრომატევადი საქმეა. რაღა თქმა უნდა არის ზოგიერთი თასქი, რაც ჯობს, რომ პირდაპირ Github-ის პლატფორმიდან დავამატოთ, მაგრამ 80% შემთხვევაში, იმ თასქების თუ ბაგების დამატება, რომელიც მოითხოვს კოდის ნაწილის ჩასმას ამ თასქში უკეთესია, რომ Editor-დანვე დავამატოთ, რაც უფრო მოსახერხებელია, სწრაფი და კომფორტული.

## VS Code Github extension

ჩვენდა საბედნიეროდ, VS Code-ს აქვს Github-ის ექსთენშენი, რომელის მეშვეობითაც შეგვიძლია editor-დანვე დავამატოთ Issue-ები:

![](https://392590438-files.gitbook.io/~/files/v0/b/gitbook-x-prod.appspot.com/o/spaces%2FrgmjFj4NNSsoaQmAk09Z%2Fuploads%2FGsJd5uHfxZUuPgOh3RC0%2Fimage.png?alt=media\&token=25465bdb-74cd-48ed-ac97-5ed219c4e87f)

## VS Code-ის ექსთენშენით Issue-ს დამატება

მოვნიშნოთ კოდში სასურველი კოდი, რაც შეიცავს ხარვეზს, ავკრიბოთ შორთქათი `Ctrl + Shift + P`  და ავირჩიოთ ჩამონათვალიდან Github Issues: Create Issue From Selection :&#x20;

![](https://392590438-files.gitbook.io/~/files/v0/b/gitbook-x-prod.appspot.com/o/spaces%2FrgmjFj4NNSsoaQmAk09Z%2Fuploads%2F1RYAA936WfZSodMIxZlf%2Fimage.png?alt=media\&token=74395bc8-9109-4915-9d00-7f67c23cb3b2)

ახლად გახსნილ input-ში აღვწეროთ issue და დავაჭიროთ enter-ს:

&#x20;

![](https://392590438-files.gitbook.io/~/files/v0/b/gitbook-x-prod.appspot.com/o/spaces%2FrgmjFj4NNSsoaQmAk09Z%2Fuploads%2FXEEjNnvRdrhshuVZgb4r%2Fimage.png?alt=media\&token=4de45546-9e3c-40bc-8c17-c6fc0d6abe6f)

enter-ის დაჭერის შემდეგ, რამოდენიმე წამში მარჯვნივ დაბალ კუთხეში შევნიშნავთ ფანჯარას:

![](https://392590438-files.gitbook.io/~/files/v0/b/gitbook-x-prod.appspot.com/o/spaces%2FrgmjFj4NNSsoaQmAk09Z%2Fuploads%2FLfVf9TLM3X13A6iAUmlm%2Fimage.png?alt=media\&token=9540530b-91b4-4383-af71-2d9d5a12b053)

Open Issue-ზე დაკლიკებით გადავალთ გიტჰაბზე, სადაც შეგვეძლება დამატებითი მეტა ინფორმაცია გავუწეროთ: ტეგი, პროექტი, დეველოპერზე მივაბათ და ა.შ.

და რაც მთავარია ჩვენი მონიშნული კოდი Issue-ში ჩანს და შესაბამისად ზუსტად ეცოდინება დეველოპერს სად რა უნდა გამოასწოროს:

![](https://392590438-files.gitbook.io/~/files/v0/b/gitbook-x-prod.appspot.com/o/spaces%2FrgmjFj4NNSsoaQmAk09Z%2Fuploads%2F3iOrcDMlKjDfWARaXWdS%2Fimage.png?alt=media\&token=eaed5d3d-8a0a-404e-9515-9a08afad3acb)

ამ მხრივ უფრო ეფექტურად შეგვიძლია Issue-ების გაწერა :hammer\_pick:
