# რა არის Ubuntu-ს Apt ბრძანება

უბუნტუს ოპერაციულ სისტემას აქვს საკუთარი პაკეტების(პროგრამების) მენეჯერი Package Manager — რომელსაც ჰქვია apt suite, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენთვის სასურველი პაკეტები(პროგრამები) დავაყენოთ ჩვენს ოპერაციულ სისტემაზე.

ჩვენ შეგვიძლია პაკეტი დავაყენოთ **apt** ბრძანების მეშვეობით, მაგალითად:

```
apt install sl
```

ზემო აღნიშნული ბრძანების ტერმინალში გაშვებისას დავაყენებთ ფექიჯს, რომელიც ტერმინალში ანიმირებულ მატარებელს გვაჩვენებს. \
გაუშვით ბრძანება:

```
sl
```

და დაინახავთ ტერმინალში მატარებელს ^

![](https://392590438-files.gitbook.io/~/files/v0/b/gitbook-x-prod.appspot.com/o/spaces%2FrgmjFj4NNSsoaQmAk09Z%2Fuploads%2F7zNeq7wnnIX8j2UEPuM5%2Fimage.png?alt=media\&token=af84cb1a-5a8f-4a77-86e0-cda7358c4040)
