# PHP8-ის გამართვა Ubuntu-ს ოპერაციულ სისტემაზე

სტანდარტულად პაკეტების მენეჯერები ჩამორჩებიან პროგრამების უახლეს ვერსიებს. მაგალითად თუ 2 კვირის წინ php-ის ახალი x ვერსია იყო გამოსული, მაშინ პაკეტების მენეჯერს შეიძლება ყველაზე ახალი - წინა წლის y ვერსია ჰქონდეს.

სტანდარტულად ჩვენ თუ გავუშვებთ ბრძანებას:

```
apt install php
```

ამ შემთხვევაში დაგვიინსტალირდება php-ის 7.4 ვერსია. მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე ბოლო ვერსია php\@8.0-ია.\
ამისათვის გვჭირდება რომ apt-ს მივადგათ კუსტარული რეპოზიტორია რომელსაც Ondřej Surý ასაპორტებს.\
იმისათვის რომ apt-ს მივადგათ Ondřej-ის php რეპოზიტორია თავდაპირველად უნდა დავაყენოთ პაკეტი **software-properties-common** რომელიც თავის თავში შეიცავს **add-apt-repository** პროგრამას, რომლითაც უკვე რეპოზიტორიის მიდგმა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად გავუშვათ ბრძანებები:

```
apt install software-properties-common 
add-apt-repository ppa:ondrej/php
```

ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ახალ რეპოზიტორიაზე წვდომა, და შესაბამისად შეგვიძლია php-ის უახლესი ვერსიის დაყენება. გაუშვით ბრძანება:

```
apt install php
```

და ახლა უკვე ჩვენს ოპერაციულ სისტემაზე დაინსტალირდება php-ის მე-8 ვერსია.

Happy Coding ^
