Swap-ის მეხსირების Ubuntu-ზე დამატება
Last updated
Last updated
ზოგჯერ ჩვენი სერვერის მეხსერება(RAM) საკმაოდ ცოტაა იმისათვის, რომ აპლიკაციამ გამართულად იმუშაოს(ეყოს მეხსიერება). ამიტომ linux-ში არის Swap ფაილების ცნება.
ჩვენს სერვერზე გაშვებული აპლიკაციები ინახება RAM-ში და არა მყარ დისკზე რადგანაც RAM-ის წამადობა გაცილებით მაღალია ვიდრე მყარი დისკის. მოკლედ, რომ ვთქვათ თუ ჩვენს მიერ გაშვებული აპლიკაციის მეხსიერებისათვის მყარ დისკს გამოვიყენებთ - აპლიკაცია იმუშავებს გაუსაძლისად ნელა.
მაგრამ, როდესაც სხვა გზა არ არის შეგვიძლია ოპერაციულ სისტემას ვუთხრათ, რომ RAM თუ გაგითავდება აი ეს ნაწილი გამოიყენე მყარი დისკიდან ინფორმაციის შესანახად.
"ამ ნაწილს" ჰქვია Swap ფაილი.
რა თქმა უნდა კრიტიკულ მომენტებში როდესაც RAM დააკლდება ჩვენს სერვერს - იმუშავებს ძალიან ნელა მაგრამ - იმუშავებს 🤟
პირველ რიგში გვჭირდება, რომ მეხსიერება გამოვყოთ მყარი დისკიდან ფაილის სახით(ამ შემთხვევაში 4 გიგაბაიტი):
შემდგომ სვაპის ფაილს უნდა გავუწეროთ შესაბამისი უფლებები, რომ ნებისმიერ მომხმარებელს არ შეეძლოს ამ ფაილში ცვლილების შეტანა და მხოლოდ ოპერაციულ სისტემას ჰქონდეს ეგ უფლებები:
შევქმნათ სვაპის ფაილი:
გავააქტიუროთ სვაპის ფაილი:
ამ ბრძანების გაშვების შემდგომ უკვე ხელმისაწვდომი იქნება 4 გიგაბაიტი მეხსიერება ოპერაციული სისტემისთვის. ოღონდ თუ სერვერს გადავარესტარტებთ ეს კონფიგურაცია დარესეტდება და ხელმეორედ მოგვიწევს swapon ბრძანების გაშვება, რომ ისევ გააქტიურდეს სვაპის ფაილი.
ყოველ ჯერზე, რომ არ დაგვჭიდეს swapon-ის გაშვება რამდენჯერაც სერვერი გადარესტარტდება - შეგვიძლია გამოყოფილი სვაპი გავხადოთ სამუდამო. ამისათვის უნდა შევცვალოთ /etc/fstabs ფაილი. გავხსნათ ფაილი შემდეგი ბრძანებით:
ფაილში ჩავწეროთ ქვემოთ მითითებული კონტენტი(თუ რაიმე წერია შიგნით არ წაშალოთ და უბრალოდ ჩაამატეთ!). შეინახეთ ფაილი და ამის შემდგომ უკვე სვაპის ფაილი გახდება სამუდამო.
იმისათვის, რომ ვნახოთ ასაცული ცვლილებები გახსენით htop:
სულ ეს იყო, Happy Swapping 🤖