სანამ OOPზე გადავიდოდეთ
იმისათვის რომ გავიაზროთ თუ რა არის ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამირება, პირველ რიგში განვიხილოთ პროგრამირებაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება "პროგრამირების პარადიგმები" (Programming Paradigms).
პროგრამირების პარადიგმი წარმოადგენს პროგრამირების მიდგომას/გზას/მოდელს რის მიხედვითაც ხორციელდება პროგრამირება. ის იყოფა 2 ძირითად ნაწილად იმპერატიული და დეკლარაციული პროგრამირების პარადიგმებად.
იმპერატიული პროგრამირება - ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს პროგრამის ლოგიკა.
დეკლარაციული პროგრამირება - ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა უნდა შესრულდეს და განსაზღვრავს პროგრამის ლოგიკას, მაგრამ არა დეტალურად.
იმისათვის რომ კარგად დაინახო განსხვავება შეგიძლია შემდეგ კოდს შეავლო თვალი. აქ დაწერილია ერთიდაიგივე პროგრამა, იმპერატიული და დეკლარაციული მიდგომით.
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამირება (OOP) პროგრამირების პარადიგმების ანუ მიდგომების კონკრეტულად კი იმპერატიული მიდგომის ერთ-ერთი სახეა.
ვინაიდან უკვე შეგექმნა გარკვეული წარმოდგენა OOP-ს შესახებ, დროა განვიხილოთ ამ მიდგომის ძირითადი მახასიათებელი თვისებები, რა უპირატესობებს გვთავაზობს ის და როგორ დავწეროთ კოდი ობიექტზე ორიენტირებული მიდგომით. ამ ყველაფერს კი სტატიის შემდგომ გვერდებზე გაეცნობი.
გაიგებ თუ რა არის OOP და რა დადებითი მხარეები გააჩნია.
გაეცნობი მის პრაქტიკულ მხარეს, რომელთანაც უკვე არაერთხელ გქონია შეხება.
თეორიულ მხარეს კი გაიგებ რა არის ის 4 ძირითადი კონცეფცია რომელსაც ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება ეყრდნობა.
Last updated