📚ტერმინოლოგია

კლასი

კლასი წარმოადგენს დეველოპერის მიერ განსაზღვრულ მონაცემთა ტიპს. უფრო ზუსტად კი ის წარმოადგენს ობიექტების შაბლონს, რომელშიც აღწერილია შესაბამისი თვისებები და მეთოდები.

ობიექტი

ობიექტი არის კლასის ინსტანსი ანუ კონკრეტული შემთხვევა.

ინსტანსი

ინსტანსი არის ნებისმიერი კლასის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ჩვეულებრივ არსებობს runtime-ში.

თვისება (ატრიბუტი)

კლასის/ობიექტის ცვლადს თვისება ეწოდება. ლიტარატურასა და სასწავლო ვიდეოებში მას ასევე ატრიბუტის სახელითაც მოიხსენიებენ ხოლმე. თვისება ინგლისურად არის property.

მეთოდი

კლასის/ობიექტის ფუნქციას მეთოდი ეწოდება.

Last updated