Class Vs Object
Last updated
Last updated
კლასი წარმოადგენს დეველოპერის მიერ განსაზღვრულ მონაცემთა ტიპს. უფრო ზუსტად კი ის არის ობიექტების შაბლონი, რომელშიც აღწერილია რა ინფორმაცია უნდა გააჩნდეს ობიექტს, რა ქმედებების განხორციელება უნდა შეეძლოს მას და ა.შ. რომ შევაჯამოთ, კლასი განსაზღვრას მომავალში მის მიხედვით შექმნილი ობიექტების ბუნებას. მაგალითად შემდეგ კოდში განსაზღვრულია, რა თვისებები და ფუნქციონალი უნდა გააჩნდეს Human კლასის მიხედვით შექმნილ ობიექტს.
ობიექტი წარმოადგენსს კლასის ინსტანსს (instance - კონკრეტული შემთხვევა). მაგალითად ქვემოთ მოცემულ კოდში, ცვლადებში $quentin და $samuel ინახება Human კლასის ინსტანსები, ანუ ორივე Human კლასის კონკრეტულ შემთხვევებს წარმოადგენენ. მათში შენახული ინფორმაციის მნიშვნელობა კი განსხვავდება ერთმანეთისაგან., მაგალითად განსხვავებული სახელები აქვთ. განსხვავების მიუხედავათ ისინი ექვემდებარებიან ერთ შაბლონს და გააჩნიათ იდენტური მონაცემთა სტრუქტურა. რომელიც კლასით არის განსაზღვრული.
კლასი წარმოადგენს ობიექტის შაბლონს ხოლო ობიექტი კი ამ შაბლონის მიხედვით შექმნილ კონკრეტულ შემთხვევას ანუ კლასის ინსტანსს.