რა არის ენკაფსულაცია
Last updated
Last updated
ზოგადად ენკაფსულაცია ნიშნავს რაღაცის შემოსაზღვრას ისე რომ ის მიუწვდომელი იყოს საზღვრებს გარედან. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სამედიცინო აბი, რომელიც კაფსულით არის შესამოზღვრული და ჩვენ ვერც იმას ვხედავთ თუ რა ფხვნილი ყრია შიგნით და არც იმის შესაძლებლობა გვაქვს რომ კაფსულის გაუხსნელად ან დაუზიანებლად რაიმე სახით შევცვალოთ მისი შიგთავსი.
OOP-ში ენკაფსულაცია ანალოგიური შინაარსის მატარებელია, უბრალოდ ჩვენს შემთხვევაში ჩვენი ინტერესია ინფორმაციისა და ფუნქციონალის ობეიქტებში ენკაფსულაცია. ანუ გვინდა რომ გარკვეული თვისებები და მეთოდები არ იყვნენ ხელმისაწვდომი ობიექტს გარეთ. რის მისაღწევადაც ჩვენ წვდომის მოდიფიკატორებს (public, private, protected) ვიყენებთ. კონკრეტულად თუ რომელი რას აკეთებს და რა სინტაქსის წესები უნდა დავიცვათ ამას უკვე პრაქტიკულ მხარეს განვიხილავთ, მაგრამ იქამდე მოდი განვიხილოთ საერთოდ რატომ არის კარგი მონაცემების ენკაფსულაცია.
ინფორმაციისა და ფუნქციონალის დაცულობა. ინფორმაცია ობიექტზეა მიბმული. შესაბამისად თუ მასზე private წვდომაა განსაზღვრული კლასის გარეთ მისი მნიშვნელობის შეცვლა ვერ მოხერხდება
ობიექტის გამოყენებისას გვარიდებს ზედმეტ სირთულეებს ენკაფსულაციით განისაზღვრება რომელია კლასისთივის "შიდა სამზარეულოს"(private) მეთდები და რომელია სამომხმარებლო (public).
თავს ვიზღვევთ ადამიანური შეცდომებისაგან მაგალითად შემთხვევით შეიძლება შევცვალოთ ისეთი თვისება რომელიც გარედან ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო და ა.შ.