🎥Introduction

რა არის ლარაველის კოდის სტანდარტები და რაში გვჭირდებათ მათი დაცვა.

ჩვენს სფეროში არსებობს ბევრი სასწავლო რესურსი. ონლაინ კურსები, დოკუმენტაციები, იუთუბის ვიდეოები, სტატიები და ა.შ. ეს სასწავლო რესურსები ყოველთვის ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ მოგცენ ცოდნა რათა რაღაცა "აამუშაოთ". როგორც წესი ისინი საერთოდ არ იცავენ სუფთა კოდის სტანდარტებს, რის გამოც დეველოპერების community-ში ძალიან ბევრ დეველოპერს უბრალოდ მავნე ჩვევები უნვითართება. ხშირად დამწყებმა დეველოპერებმა რომც სცადონ მეტი ისწავლონ Clean Code-ის შესახებ, როგორც წესი, დასერჩვითაც კი ვერ პოულობენ ისეთ რესურსს სადაც ყველაფერი იქნება თავმოყრილი. სწორედ ეს არის მიზეზი ამ სტატიის არსებობისა. ჩვენ გვინდა მოგცეთ ისეთი რესურსი, რომ განივითაროთ ის სქილები Laravel-ში Clean Code-ის მხრივ, რომელთა გამომუშავებასაც ძალიან კარგი დეველოპერებიც კი წლები ანდომებენ ექსპერიმენტების, შეცდომების, ნერვებისა და ძალიან ბევრი ძალისხმევის ფასად.

ჩვენი სტატიის შესახებ

ყველა დეველოპერს კოდთან მიმართებით თავითავიანთი სტანდარტები აქვთ, ზოგჯერ სასარგებლო უმეტესწილად კი პირიქით საზიანო. ეს აზრთა სხვადასხვაობა კი უამრავ პრობლემას იწვევს. ამიტომ დეველოპერები შეთანხმდნენ რომ დავიცვათ გარკვეული სტანდარტები რომელსაც შემდგომ PSR standards დაერქვა. თუ გადახვალთ მოცემულ PSR standards სტატიაზე, ნახავთ რომ ამ წესების ჩამონათვალი არის ძალიან ზოგადი, მოცულობით საკმაოდ დიდი და კონკრეტულად ლარაველზე არც არის მკაცრად ყურადღება გამახვილებული. მცირე ცოდნისა და გამოცდილების გამო, ხშირად დამწყები დეველოპერები საერთოდ ვერ ხვდებიან რა წერია და ხშირად ამ წესების ზედმიწევნით დამახსოვრება არაფრის მომცემიც კია. რის გამოც ჩვენს სტატიაში საჭიროებისა და შეცდომების სიხშირის მიხედვით არის ამოკრეფილი ის წესები, რომელთა ცოდნაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

რატომ უნდა დავიცვათ მოცემული სტანდარტები

როგორც უკვე ვთქვი, ბევრი დეველოპერი არც კი იცავს სუფთა კოდის წერის მიდგომებს, და ისედაც აკეთებენ საქმეს ანუ "წერენ მუშა კოდს". თუ ისედაც "გაკეთდება საქმე" რა საჭიროა რომ დავისცათ ეს სტანდარტები და სუფთა კოდის წერის სწავლაში კიდევ დამატებით დრო დავხარჯოთ?

მოდი ამ კითხვას Benefit-ების ვრცელი სიით ვუპასუხებ:

არ "ვიკარგებით" ჩვენსავე კოდში და კოდში რომ ჩავიხედებით 2 თვის მერე გული არ გვისკდება.

რამოდენიმე საათს დახარჯვა ახლა = უამრავი დროისა და ენერგიის დაზოგვა დეველოპმენტის დროს.

კოდი არის კითხვადი და ინტუიციური, რის გამოც მარტივია მომავალში ფუნქციონალის დამატება ან შეცვლა.

მარტივია სხვა დეველოპერებთან კოლაბორაცია და გუნდთან მუშაობა.

არ ვართ გუნდის ის წევრი რომლის კოდთან შეხებაც არავის უნდა.

უფრო მალე ავალთ დეველოპერების რანგებზე და ვიქნებით უფრო მოთხოვნადი დეველოპერი. 😎

Last updated