📏Linter & Formatter
Laravel-ში ლინტერად ვიყენებთ PHP-Cs-Fixer-ს. რომლისადმიც გვაქვს დათმობილი დამატებითი სტატია, რომელიც შეგიძლიათ გადაიკითხოთ თუ აქამდე მასთან შეხება არ გქონიათ.
პროექტის შექმნისას აუცილებლად უნდა გავმართოთ php-cs-fixer.✅
composer.json-ის scripts-თვისებაში ჩავამატოთ format-all ელემენტი, როგორც ზემოთაღნიშნულ სტატიაშია დაწერილი.✅
პროექტის შექმნისას უნდა დავაფორმატიროთ მთელი პროექტი ✅
ჩვენს ედიტორში კოდი ავტომატურად უნდა ფორმატირდებოდეს ყოველი დასეივებისას ✅
ბენეფიტები:
კოდში დაცულია ფორმატირება და პროექტში ჩართული ყველა დეველოპერი ერთ ფორმატში წერს.
თუ დაგვავიწყდა მთელი პროექტის დაფორმატების ბრძანება უბრალოდ composer format-all გავუშვებთ
როდესაც მთელ პროექტს დააფორმატებ და შემდგომ რაღაც ფაილში რაიმეს დაასეივებ, უამრავი ცვლილება აღარ წავა გიტზე და კომიტები მარტივად გასარჩევია.
კოდი ავტომატურად ფორმატირდება დასეივებისას და ჩვენ ხელით აღარ ვწვალობთ.
Last updated