რა არის პოლიმორფიზმი
Last updated
Last updated
პოლიმორფიზმი არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) ერთ-ერთი ძირითადი კონცეფცია და აღწერს სიტუაციებს, როდესაც რაღაც ხდება რამდენიმე განსხვავებული ფორმით. OOP-ში ის აღწერს კონცეფციას, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე წვდომა ერთი და იმავე ინტერფეისის საშუალებით. ხოლო თითოეულ ტიპს შეუძლია ამ ინტერფეისის განსხვავებულად იმპლემენტაცია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ერთიდაიმავე ინტერფეისის ან აბსტრაქტული კლასების მემკვიდრე ობიექტების ერთმანეთით უმტკივნეულოდ ჩანაცვლება შეგვიძლია. უმტკივნეულოდ ჩანაცვლებაში კი იგულისხმბა ის, რომ რათქმაუნდა იმპლემენტაციის ლოგიკა შეიცვლება, მაგრამ ყველაფერი ისევ კარგად და გამართულად იმუშავებს, აპლიკაცია ექსეფშენებს არ ამოგვიყრის და ა.შ.
პრაქტიკაში ინტერფეისების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა - დეველოპერებს საშუალება მოგვცეს შევქმნათ სხვადასხვა კლასის ობიექტები, რომელთა ჩანაცვლებაც ძალიან მარტივი იქენბა საერთო ინტერფეისის გამო. მაგალითად მონაცემთა ბაზის სერვისები, გადახდის სერვისები, ქეშირების სტრატეგიები ამ ყველაფრის შესცვლა შესაძლებელი იყოს უბრალოდ შესაბამისი კლასის ჩანაცვლებით. ზედმეტი კოდის წერის გარეშე.