რა არის აბსტრაქცია
Last updated
Last updated
პროგრამის შექმნისას ზოგჯერ გაცილებით მარტივია რომ იმპლემენტაცია და ინტერფეისი განაცალკევო ერთმანეთისგან და მთელი ყურადღება გაამახვილო ინტერფეისზე. ეს პროგრამის "შავ ყუთად განხილვას გავს" სადაც ჩვენ იმპლემენტაციის დეტალები ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ შერსულდეს პროგრამა) არ გვაინტერესებს და ჩვენი მთავარი მიზანია ფუნქციონალის განსაზღვრა.
OOP-ში ამ პროცესს აბსტრაქციას ჰქვია. ამ მიდგომას ჩვენ php-ში აბსტრაქტული კლასებისა და ინტერფეისების გამოყენებით ვასრულებთ. ამ მიდგომით ხელმძღვანელობისას ჩვენ განვსაზღვრავთ თუ რა ფუნქციონალი უნდა ჰქონდეთ კლასებს მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ფუნქციონალი როგორ უნდა განახორციელონ. აბსტრაქციის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ აბსტრაქციით ხელს ვუწყობთ კოდში განხორციელებული ცვლილებების გავლენის იზოლირებას. ანუ კლასში რომ სამომავლოდ შეიცვალოს იმპლემენტაციის რიაიმე დეტალი მხოლოდ კლასის შიგნით ექნება მას გავლენა და არანაირ გავლენას არ იქონიებს კლასს გარეთ.
განხორციელებული ცვლილებების გავლენის იზოლირება ცვლილებების გავლენა იზოლირებულია კლასების დონეზე
მარტივად აღსაქმელობა მარტივი აღსაქმელია კლასი რომელიც ინტერფეისს განავრცობს, რადგან თუ ინტერფეისს გაეცნობი უკვე ყველაფერი იცი ამ კლასის შესაძლებლობების შესახებ.
დაგეგმვის სიმარტივე ფუნქციონალის იმპლემენტაციისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრა მარტივია, და როდესაც უკვე განსაზღვრული გაქვს ფუნქციონალი იმპლემენტაციის პროცესიც მარტივდება.