აბსტრაქტული კლასი
PHP-ში ჩვენ გვაქვს აბსტრაქტული კლასები და აბსტრაქტული მეთოდები. იმისათვის რომ კლასი იყოს აბსტრაქტული აუცილებელია მასთან გამოვიყენოთ abstract ქივორდი, და ასევე აუცილებელია რომ ის შეიცავდეს მინიმუმ ერთ აბსტრაქტულ მეთოდს. ხოლო იმისათვის რომ მეთოდი იყოს აბსტრაქტული მასთანაც ასევე ვიყენებთ abstract ქივორდს და არ ვუწერთ ფუნქციის ტანს {} ვინაიდან აბსტრაქტულ მეთოდში მისი იმპლემენტაციის დელატები არ გვაინტერესებს. მოდი განვიხილოთ მაგალითი სადაც ნაჩვენები იქნება სინტაქსი. დავუშვათ გვაქვს ორი მონაცემთა ბაზა MySQL და SQLite. ორივეში გვჭირდება მონაცემების ჩაწერა და ამოღება. და ამავდროულად ორივეს აქვს რაიმე საერთო მეთოდი მაგალითად რაიმე ტექსტის გამოტანა.
Last updated