🎯დავალების შიდა გვერდი
ამ გვერდზე უნდა გამოჩნდეს სრული შევსებული ინფორმაცია, დავალების სრული ტექსტი, ყველაფერი რაც შემქმნელმა გაგვიზიარა.
დავალების შიდა გვერდზე შესვლისას უნდა ვხედავდეთ შემდეგ ინფორმაციას:
სათაური
სრული აღწერა
პრიორიტეტი
პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელი, გვარი, სურათი და დეპარტამენტი
due date
კომენტარების სექცია
დავალებას გააჩნია კომენტარების სექცია. კომენტარების სიის ზემოთ უნდა ვხედავდეთ textarea-ს, სადაც უნდა შეგვეძლოს კომენტარის დაწერა და დასაბმიტების მერე უნდა განახლდეს კომენტარების სია და ახალი კომენტარი გამოჩნდეს თავში.
კომენტარის ქვეშ უნდა ჩანდეს ღილაკი "უპასუხე", რომელზე დაჭერითაც უნდა გამოდიოდეს ისეთივე textarea როგორც ზემოთ, არსებულ კომენტარზე პასუხის დასაწერად.
კომენტარის დასაბმიტება არ უნდა შეიძლებოდეს თუ textarea ცარიელია - მხოლოდ სფეისები თუ წერია მაინც არ უნდა შეიძლებოდეს დასაბმიტება.
კომენტარზე პასუხის გაცემა მარტო 1 დონის სიღრმით შეიძლება - ე.ი. არ შეიძლება პასუხის პასუხი.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილ რიქვესთებს scalar - ში დაგენერირებული ტოკენიც უნდა გამოყვეს. ტოკენის გაყოლება საჭიროა მხოლოდ იმ ენდპოინტებზე რექვესტების გაგზავნისას, რომლებსაც API დოკუმენტაციაში "bearerAuth" სავალდებულოთ აქვთ მონიშნული.
Last updated