📍დამატებული დავალებების გვერდი

დამატებული დავალებების გვერდი არის საწყისი გვერდი, რომელსაც მომხმარებელი საიტზე შესვლისას ნახავს. ამ გვერდზე ვხედავთ ყველა შექმნილი დავალების სრულ სიას დეშბორდის სახით.

გვერდზე შესვლისას უნდა ვხედავდეთ 4 სტატუსის სვეტს [ დასაწყები, პროგრესში, მზად ტესტირებისთვის, დასრულებული ]. თითოეულში უნდა ეწეროს შესაბამისი სტატუსიანი დავალებები.

დავალებები უნდა იყოს ქარდივით წარმოჩენილი, ქარდზე უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია გამოსახული:

  1. დავალების სახელი

  2. დავალების აღწერა - შემოკლებული, მაქსიმუმ 100 სიმბოლომდე. მეტის შემთხვევაში უნდა ჩანდეს მრავალწერტილი.

  3. დავალების პრიორიტეტი - უნდა იყოს გამოსახული აიკონის სახით.

  4. დავალების due date

  5. დეპარტამენტის სახელი

  6. პასუხისმგებელი თანამშრომლის სურათი

ფილტრის ფუნქციონალი

  • დეპარტამენტებით ფილტრაცია - მულტი სელექტი

  • პრიორიტეტით ფილტრაცია - მულტი სელექტი

  • თანამშრომლით ფილტრაცია (ჩანს სახელი, გვარი, ავატარი) - სინგლ სელექტი

თუ ერთდროულად რამდენიმე ტიპის ფილტრი აირჩია მომხმარებელმა, მაშინ უნდა გამოჩნდეს მხოლოდ ისეთი დავალებები, რომელიც ორივე კრიტიერიუმს ემთხვევა (მაგალითად თუ ავირჩიეთ პრიორიტეტში საშუალო და დეპარტამენტში HR, მაშინ უნდა გამოჩნდეს მარტო HR დეპარტამენტის საშუალო პრიორიტეტის თასკები).

ფილტრაცია უნდა ინახებოდეს გვერდის გადატვირთვისას (რეფრეშისას), მაგრამ არა გვერდის შეცვლისას

ფილტრაცია უნდა ხდებოდეს ფრონტში

Last updated