🛠️დამატებითი მოთხოვნები

  • დიზანი უნდა იყოს შესრულებული დიზანში მოცემულ ზომაზე (1920x1080). დავალება გაიტესტება ამ ზომებზე. აქ იგულისხმება კონენტის ზომა და არა ეკრანის.

  • აპლიკაციის დაწერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც Vanilla JavaScript, ასევე ნებისმიერი სასურველი ფრეიმვორკი და ლაიბრარი (React, Vue, Svelte, Angular, react-datepicker, react-hook-form, formik, vee-validate, bootstrap, tailwind, sass...). ტექნოლოგიის არჩევანს არ ვაფასებთ, არც ლაიბრარებს და არც ფრეიმვორკებს.

  • უნდა გვქონდეს დისციპლინა კოდში და კომიტებში. თუ ცოტა კომიტი იქნება აპლიკაციაში (მაგალითად 5-10-ზე ნაკლები), შეფასებაზე ეს გავლენას იქონიებს. ასევე ,მნიშვნელოვანია ქომიტების მესიჯები მოკლედ აღწერდეს დაქომიტებულ კოდის შინაარსს.

  • ჩვენ უნდა გვქონდეს დასრულებული აპლიკაციის ნახვის საშუალება (მაგალითად Netlify, Github Pages, Heroku და ა.შ. საშუალებით).

  • გითჰაბი/gitlab/bitbucket სადაც კოდი იქნება ატვირთული უნდა იყოს პაბლიკი და უნდა გვქონდეს კოდზე სრული წვდომა.

  • შესრულებული დავალება უნდა გამოიგზავნოს [21] [მარტი] [23:59] საათამდე. ამ დროზე გვიან გამოგზავნილი დავალებები ვერ შემოწმდება.

რისთვისაა საჭირო ტოკენი

რახან ყველა აპლიკანტს ერთსადაიმავე API-ზე უწევს რექვესტების გაგზავნა, თითოეული აპლიკაციის მოთხოვნის დიფერენცირებისთვის, ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ API ტოკენებს. თქვენი ტოკენი მოქმედებს როგორც პერსონალური გასაღები, რომელიც საშუალებას აძლევს API-ს თქვენი რექვესტის იდენტიფიცირება მოახდინოს და შესაბამისად დაამუშაოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი მონაცემი, რომელსაც შექმნით თქვენი ტოკენის გამოყენებით, მიბმული იქნება ამ ტოკენთან. ასე რომ, როდესაც თქვენ მოითხოვთ მონაცემებს, დაბრუნდება მხოლოდ თქვენს კონკრეტულ ტოკენთან დაკავშირებული ინფორმაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გვიცავს იმისაგან, რომ სხვა მონაწილეების მიერ შექმნილი მონაცემები თქვენთან არ აღმოჩნდეს.

ტოკენის გაყოლება საჭიროა მხოლოდ იმ ენდპოინტებზე რექვესტების გაგზავნისას, რომლებსაც API დოკუმენტაციაში "bearerAuth" სავალდებულოთ აქვთ მონიშნული. ტოკენი უნდა გაყვეს რექვესტებს bearer token-ად.

Last updated