➕დავალების შექმნის გვერდი
ნავიგაციიდან "ახალი დავალება"-ს ღილაკზე დაჭერით გადავდივათ ფორმის შევსების გვერდზე, სადაც უნდა შევიყვანოთ დავალების ინფორმაცია.
სათაური - ტექსტური ველი ✔️ სავალდებულო ✔️ მინიმუმ 3 სიმბოლო ✔️ მაქსიმუმ 255 სიმბოლო
აღწერა - ტექსტური ველი ✔️ არასავალდებულო ✔️ მინიმუმ 4 სიტყვა (თუ ჩაიწერა რაიმე) ✔️ მაქსიმუმ 255 სიმბოლო (თუ ჩაიწერა რაიმე)
პრიორიტეტი - შესარჩევი ველი ✔️ სავალდებულო ✔️ 3 ოფშენი [ მაღალი, საშულო და დაბალი ] დეფოლტად უნდა იყოს საშულო, აიკონები უნდა ჩანდეს დროპდაუნში * უნდა გამოჩნდეს API-დან დაბრუნებული სია
სტატუსი - შესარჩევი ველი ✔️ სავალდებულო ✔️ 4 ოფშენი [ დასაწყები, პროგრესში, მზად ტესტირებისთვის, დასრულებული ] დეფოლტად უნდა იყოს დასაწყები * უნდა გამოჩნდეს API-დან დაბრუნებული სია
დეპარტამენტი - შესარჩევი ველი ✔️ სავალდებულო ✔️ სანამ არ ავირჩევთ დეპარტამენტს არ უნდა ჩანდეს "პასუხისმგებელი თანამშრომლის" ფილდი და მხოლოდ დეპარტამენტის არჩევის მერე უნდა გამოჩნდეს, ვინაიდან მხოლოდ შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლების სიას უნდა ვხედავდეთ ✔️ უნდა მოდიოდეს ბექიდან წამოსული ოფშენები * უნდა გამოჩნდეს API-დან დაბრუნებული სია
პასუხისმგებელი თანამშრომელი - შესარჩევი ველი ✔️ სავალდებულო ✔️ უნდა ჩანდეს API-დან წამოსული ოფშენები (სახელი, გვარი და ავატარი) - ასევე, ახალი თანამშრომლის დამატებისთვის უნდა იყოს ღილაკიც დროპდაუნის თავში, რომლის საშუალებითაც გაიხსნება ახალი თანამშრომლის შექმნის მოდალი. ✔️ მხოლოდ შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლების სიას უნდა ვხედავდეთ ოფშენებში
დედლაინი - თარიღი ✔️ სავალდებულო ✔️ დეფოლტად უნდა იყოს ხვალინდელი ✔️ არ უნდა შეიძლებოდეს წარსული თარიღი
დამატებითი მოთხოვნები:
ყველა ვალიდაცია უნდა ხდებოდეს რეალურ დროში, ე.ი. წერისას უნდა ჩდებოდეს ვალიდაციის მესიჯები.
დასაბიმტება არ უნდა შეიძლებოდეს, თუ მომხმარებელმა არ დააკმაყოფილა ყველა ვალიდაციის წესები. ე.ი. ბექში რექვესტი არ უნდა გაიგზავნოს სანამ ყველა ვალიდაცია არ შესრულდება.
წარმატებული დასაბმიტების შემდეგ მომხმარებელი უნდა დაბრუნდეს დამატებული დავალებების გვერდზე, სადაც უნდა გამოჩნდეს ახლახანს შექმნილი დავალებაც.
გვერდის გადატვირთვისას არ უნდა დაიკარგოს არანაირი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მარტო მაშინ უნდა გაიწმინდოს თუ მომხმარებელმა წარმატებით შექმნა დავალება.
თუ დეპარტამენტი შეიცვალა იმის მერე რაც პასუხისმგებელი თანამშრომელი არჩეულ იქნა, მაშინ უნდა გაიწმინდოს პასუხისმგებელი თანამშრომლის ფილდში შეყვანილი ინფორმაციაც და ხელახლა მოინიშნოს.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილ რიქვესთებს scalar - ში დაგენერირებული ტოკენიც უნდა გამოყვეს. ტოკენის გაყოლება საჭიროა მხოლოდ იმ ენდპოინტებზე რექვესტების გაგზავნისას, რომლებსაც API დოკუმენტაციაში "bearerAuth" სავალდებულოთ აქვთ მონიშნული.
Last updated