💡დამატებითი მოთხოვნები

  • დიზაინი შესრულებული უნდა იყოს შემდეგ რეზოლუციაზე: დესკტოპი (1920x1080).

  • დარეფრეშებისას არსად ინფორმაცია არ უნდა იკარგებოდეს! (აგენტის დამატების მოდალის გარდა)

  • აპლიკაციის დაწერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც Vanilla JavaScript, ასევე ნებისმიერი სასურველი ფრეიმვორკი და ლაიბრარი (React, Vue,Svelte, Angular, Is-number, react-datepicker, react-hook-form, formik, vee-validate, bootstrap, tailwind, sass...).

  • უნდა გვქონდეს დისციპლინა კოდში, გიტჰაბის კომიტებში და ა.შ.

  • ჩვენ უნდა გვქონდეს დასრულებული აპლიკაციის ნახვის საშუალება (მაგალითად Netlify, Github Pages, Heroku და ა.შ. საშუალებით) .

  • გიტჰაბის public რეპოზიტორიის ლინკი.

  • თუ ჩვენ არ გვექნება შესრულებული აპლიკაციის public link-ზე ნახვის საშუალება, ეს ფაქტი დიდ გავლენას იქონიებს მონაწილის შეფასებაზე.

  • შესრულებული დავალება უნდა გამოიგზავნოს 21 სექტემბრის 23:59 საათამდე. დათქმულ დროზე გვიან გამოგზავნილი დავალებები ვერ შემოწმდება.

circle-info

გიტჰაბის ქომიტები მნიშვნელოვანია. აპლიკაცია სასურველია არ იყოს ატვირთული მხოლოდ რამდენიმე ქომიტით. ასევე მნიშვნელოვანია ქომიტების მესიჯები მოკლედ აღწერდეს დაქომიტებულ კოდს.

circle-info

მიაქციეთ დიდი ყურადღება ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და დანარჩენი კარგობების დამატებაზე შემდეგ იდარდეთ. მაგ: ლამაზი ანიმაცია და ა.შ.

რისთვისაა საჭირო ტოკენი

რახან ყველა აპლიკანტს ერთსადაიმავე API-ზე უწევს რექვესტების გაგზავნა, თითოეული აპლიკაციის მოთხოვნის დიფერენცირებისთვის, ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ API ტოკენებს. თქვენი ტოკენი მოქმედებს როგორც პერსონალური გასაღები, რომელიც საშუალებას აძლევს API-ს თქვენი რექვესტის იდენტიფიცირება მოახდინოს და შესაბამისად დაამუშაოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი მონაცემი, რომელსაც შექმნით თქვენი ტოკენის გამოყენებით, მიბმული იქნება ამ ტოკენთან. ასე რომ, როდესაც თქვენ მოითხოვთ მონაცემებს, დაბრუნდება მხოლოდ თქვენს კონკრეტულ ტოკენთან დაკავშირებული ინფორმაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გვიცავს იმისაგან, რომ სხვა მონაწილეების მიერ შექმნილი მონაცემები თქვენთან არ აღმოჩნდეს.

ტოკენის გაყოლება საჭიროა მხოლოდ იმ ენდპოინტებზე რექვესტების გაგზავნისას, რომლებსაც სვაგერის დოკუმენტაციაში ბოქლომის აიქონი ადევთ. ტოკენი უნდა გაყვეს რექვესტებს bearer token-ად.

Last updated