სოციალური ბმულები

ადმინ პანელიდან ასევე შესაძლებელია სოციალური ბმულების დამატება, ცვლილება და წაშლა.

სოციალური ბმულის დამატება

იმისათვის, რომ გადავიდეთ დამატების გვერდზე, საჭიროა სოციალური ბმულების მთავარი გვერდიდან დავაკლიკოთ ღილაკს "დაამატე ახალი სოციალური ბმული"

შემდგომ დავინახავთ სოციალური ბმულის დამატების ფორმას, სადაც გვაქვს შემდეგი ინფორმაცია:

  • დასახელება

    • ვალიდაცია:

      • სავალდებულო

      • მინიმუმ 2 სიმბოლო

  • ბმული

    • ვალიდაცია:

      • სავალდებულო

      • ვალიდური ბმული

ვალიდაციის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შესაბამისი input-ის border-ი წითლდება და მის ქვეშ წითლად შესაბამისი შეტყობინება ჩნდება.

თუ ყველაფერი რიგზეა ახალი სოციალური ბმული ემატება.

სოციალური ბმულის ცვლილება

სოციალური ბმულის ყვითელ ღილაკზე დაკლიკებით გაჩნდება ცვლილების გვერდი, სადაც იგივე ფორმა იქნება, როგორიც სოციალური ბმულის დამატებისას იყო, უბრალოდ უკვე ჩაწერილი იქნება input-ებში არსებული მნიშვნელობები.

  • დასახელება

    • ვალიდაცია:

      • სავალდებულო

      • მინიმუმ 2 სიმბოლო

  • ბმული

    • ვალიდაცია:

      • სავალდებულო

      • ვალიდური ბმული

ვალიდაციის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შესაბამისი input-ის border-ი წითლდება და მის ქვეშ წითლად შესაბამისი შეტყობინება ჩნდება.

თუ ყველაფერი რიგზეა სოციალური ბმული წარმატებით იცვლება.

სოციალური ბმულის სურათის დამატება/ცვლილება

სოციალური ბმულის დამატებისას მას ენიჭება default სურათი.

სოციალური ბმულების მთავარ გვერდზე არსებულ სოციალურ ბმულებს აქვთ სურათის მარჯვნენა დაბალ კუთხეში ფოტოაპარატის icon-ი რომელზე დაჭერისასაც სოციალური ბმულის სურათის შეცვლის მოდალი ჩნდება:

ჩვენ ვხედავთ სოციალური ბმულის დასახელებას, მის ამჟამინდელ სურათს და ღილაკს "ატვირთე".

როდესაც დავაწვებით ღილაკს "ატვირთე" უნდა გაიხსნას file explorer-ი საიდანაც ავტვურთავთ სასურველ სურათს, რომელის შემდეგაც მოდალში არსებული სურათი შეიცვლება ახლად ატვირთული სურათის preview-თი და გამოჩნდება ღილაკი "შეინახე":

შეინახე ღილაკზე დაჭერისას რეალურად იცვლება სურათი და იხურება მოდალური ფანჯარა.

სოციალური ბმულის წაშლა

მთავარ გვერდზე სოციალური ბმულების წითელი ღილაკის მეშვეობით შეგვიძლია წავშალოთ ბმული. აგრეთვე წაშლამდე confirmation dialog-ს უნდა დავეთანხმოთ, რომ ნამდვილად გვსურს სოციალური ბმულის წაშლა.

Last updated