🔑პაროლის აღდგენა

პაროლის აღდგენის ღილაკი

დალოგინების გვერდზე გვაქვს Forgot Password? ღილაკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, მომხმარებელს უნდა შეეძლოს პაროლის აღდგენის გვერდზე გადასვლა.

Forgot Password?

ზემოაღნიშნულ გვერდზე უნდა იყოს მხოლოდ ერთი ველი:

  • ელ.ფოსტა (Email Address)

    • სავალდებულო

Send ღილაკზე დაჭერით უნდა გაიგზავნოს მომხმარებლის მეილზე პაროლის აღსადგენი ლინკი.

პაროლის აღსადგენი ლინკი

მეილში მითითებული უნდა იყოს ძირითადი ინფორმაცია თუ რატომ ეგზავნება მომხმარებელს ეს მეილი და Verify Now ღილაკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც მომხმარებელი დაადასტურებს მეილს და გადავა პაროლის განახლების გვერდზე, სადაც ასევე გამოუჩნდება შესაბამისი Toast Notification

რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს იგივე მეილით ვერიფიკაცია შეუძლია მხოლოდ მომდევნო ორი საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროში არ მოხდება ელ.ფოსტის დადასტურება, Verify Now - ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, მომხმარებელი გადავა დალოგინების გვერდზე, სადაც გამოუჩნდება შესაბამისი Toast Notification , რომელიც ეტყვის, რომ ტოკენი არ არის ვალიდური:

ტოკენი არ არის ვალიდური

იმ შემთხვევაში თუ ტოკენი ვალიდურია, მომხმარებელი გადავა პაროლის განახლების გვერდზე.

Reset Password

ელ. ფოსტიდან გადმოსვლის შემდგომ მომხმარებელმა უნდა დაინახოს შემდგომი ველები:

  • ახალი პაროლი (New Password)

    • სავალდებულო

    • მინიმუმ 3 სიმბოლო

  • გაიმეორეთ პაროლი (Confirm Password)

    • სავალდებულო

    • უნდა ემთხვეოდეს პაროლის ველს

Quiz Wiz ლოგოზე დაჭერით მომხმარებელი უნდა გადავიდეს საწყის გვერდზე.

Last updated